პროექტის სახელწოდება: ექსკურსია "ალავერდში"
პროექტის მთავარი
იდეა: როგორ ხდება მათემატიკური ფიგურების ფორმისა და თვისებების გამოყენება არქიტექტორულ ძეგლებში
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მიხვდებიან მათემატიკური გარდაქმნების გამოყენებას ცხოვრებაში,მიხვდებიან რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარგში მათემატიკის ცოდნა
პროექტის მიზნები:მოსწავლეები ისწავლიან მათემატიკური ფიგურების ფორმისა და თვისებების გამოყენებას, მოიძიებენ მასალებს არქიტექტურულ ძეგლებზე, არქიტექტურული ფორმების მრავალფეროვნებას,პერიოდების მიხედვით ფერებისა და ფორმების ცვალებადობას.
მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასის მოსწავლეები, მათემატიკის, ისტორიის და ხაზვის მასწავლებლები
ვადები / ხანგრძლივობა: 7 დღე, აქედან 4 დღე მოსამზადებელი სამუშაოები, ერთი დღე ექსკურსიაზე წასვლა,2 დღე ექსკურსიის შეჯამება
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ისწავლიან ინტერნეტში მუშაობას, ერთმანეთთან თანამშრომლობას,ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, კომუნიკაციას,მოტივაციის ამაღლება წარსულის, მათემატიკის შესასწავლად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ფოტოაპარატი, ნოუთბუქი,ინტერნეტის წყარო,
პროექტის მსვლელობა(ძირითდი აქტივობები):მოსწავლეებს მივცემ დავალებას ალავერდის შესახებ ისტორიული და არქიტექტურული ინფორმაციის მოძიებას.სურათების ამოღებას, რომელი ფიგურებია გამოყენებული,ქართული არქიტექტურული ძეგლების დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშნები,შემდეგ ექსკურსიის შემდგომი აქტივობები: შევაჯამებთ ექსკურსიას. რა აღმოაჩინეს მოსწალეებმა ახალი ექსკურსიაზე ყოფნისას,რომელი ფიგურაა ახალი, რაც არ იცოდნენ წინასწარ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმათან
კავშირი:ისტორიასთან, ხაზვასთან
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):თინათინ ბიჭოლაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tinabichola@gmail.com
No comments:
Post a Comment